aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

NATO-ში განმარტეს, რატომ არ ხურავენ უკრაინის საჰაერო სივრცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

NATO არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.

„ეს ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს გაუსწორდებიან, რაც გამოიწვევს NATO-ს უშუალო ჩართვას კონფლიქტში… ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“, – თქვა მან.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ შეხვედრა გამართა 200 ამერიკელ კონგრესმენთან და სთხოვა დაეხმარონ უკრაინის ცაზე „ფრენისთვის აკრძალული ზონის“ შემოღებაში.

იტვირთბა....