ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ გვერდწითელი კრემლის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე აღარ იმღერებს

თამარ გვერდწითელი მოსკოვში, კრემლის დარბაზში დედის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების ფონზე, გვერდწითელის და სხვა ქართული წარმოშობის მომღერლების დაგეგმილ გამოსვლას კრემლში, საქართველოში საზოგადოების ნაწილის განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა.

თბილისში, ფილარმონიის წინ, მოძრაობა “სირცხვილიამ” გვერდწითელის ვარკსვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღება.

6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე გამომსვლელთა შორის ასევე არიან სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია.

იტვირთბა....