ცნობილია, როდის გაიმართება რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.
უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას მიერ დადასტურებული ინფორმაციით, მხარეები ორშაბათს, 7 მარტს შეიკრიბებიან.
ამის შესახებ არახამიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.