ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

კულება: ბევრი ცნობა მოგვდის, რომ რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, ბევრ ცნობას იღებენ იმის შესახებ, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში შესვლის შემდეგ, ქალებზე სექსუალურად ძალადობენ.

“როდესაც ქალაქებში ბომბები ცვივა, როდესაც ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ, რის შესახებაც, სამწუხაროდ, მრავლად მოგვიდს ცნობები, რა თქმა უნდა, რთულია ისაუბრო საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე. მაგრამ ეს ჩვენთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია ცივილიზაციაში იმაში დასარწმუნებლად, რომ საბოლოოდ, ყველა, ვინც შესაძლებელი გახადა ეს ომი, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და რუსეთის ფედერაცია, როგორც ქვეყანა, რომელმაც აგრესიის აქტი განახორციელა, ასევე აგებს პასუხს საკუთარი ქმედებებისთვის”, – აცხადებს კულება. 

იტვირთბა....