ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედია რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილე უკრაინის დელეგაციის წევრის მკვლელობაზე წერს

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოკლულია რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი, დენის კირეევი. Украинская правда-ს ცნობით, ის სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი, დაკავებისას უკრაინულ მხარეს წინააღმდეგობა გაუწია და სწორედ ამ დროს იქნა ლიკვიდირებული.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა მიაწოდეს.

“უსაფრთხოების სამსახურს აშკარა მტკიცებულებები ჰქონდა კირეევის სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებით, მათ შორის, სატელეფონო მოლაპარაკებები”, – განუცხადა წყარომ “უკრაინსკაია პრავდას”.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, დენის კირეევი ბანკირი იყო.

იტვირთბა....