ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქიტაშვილი: როცა ოკუპანტი ბომბავს უკრაინას, შენ ბედნიერ დედებს უმღერი კრემლის დარბაზში?!

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი კრემლში, დედის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტში წარმოშობით ქართველი მომღერლების, თამარ გვერდწითელის, სოსო პავლიაშვილის და ქეთა თოფურიას მონაწილეობას ეხმაურება. მისი თქმით, ეს ყოვლად გაუმართლებელია და მათ კონცერტზე გასმოვლა უნდა გადაიფიქრონ.

ოქიტაშვილის თქმით, ეთანხმება მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ თბილისში, ფილარმონიის წინ, გვერდწითელის ვარსკვლავის უკრაინის ფერებში გადაღებვას.

“როცა ოკუპანტი ბომბავს უკრაინას და იქ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, შენ გაცინებულ, გაღიმებულ, ბედნიერ დედებს უმღერი კრემლის დარბაზში? და იმ დედებს რას ეუბნები, რომლებიც იქ დაიღუონენ? ეს არის ყოვლად ამაზრზენი, მე ეს არ მიხარია, რადგან ისინი ქართველები არიან და მე ვფიქრობ, რომ იქნებ გონს მოეგონ და უარი თქვან ამ კონცერტში მონაწილეობაზე. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. მე ვამართლებ იმას, რაც “სირცხვილიამ” გააკეთა მის [თამარ გვერწითელის] ვარსკვლავთან დაკავშირებით, იმიტომ კი არა, რომ ვარსკვლავი გაუფუჭეს – მათ მას უთხრეს, რომ სირცხვილია”, – განუცხადა ოქიტაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....