პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ უკრაინელებს მიმართა, რომლებსაც რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, საკუთარი საცხოვრებელი ქალაქების დატოვება და ლტოლვილობაში გადასვლა მოუხდათ. ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მალე მოვა დრო, როდესაც მათ საკუთარ მიწაზე დაბრუნება შეეძლებათ.
“დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მალე, შეგვეძლება ვუთხრათ ჩვენს ხალხს – დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა მეგობრული ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ გემუქრებათ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ბოლო მონაცემებით, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრანაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ქვეყანა 1,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა.