მარშრუტზე, რომლის გავლითაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, ბრძოლები არ შეწყვეტილა, რის გამოც, ხალხის გაყვანა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პაველ კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.
“ამ დროის მონაცემებით, “სიჩუმის რეჟიმი” მხოლოდ ტონეცკის რაიონის ტერიტორიაზეა. საევაკუაციო მარშრუტის გაყოლებაზე, ზაპოროჟიეს რეგიონში, ამ დრომდე ბრძოლები მიმდინარეობს”, – წერს კირილენკო.
მანამდე, УНИАН ავრცელებდა ინფორმაციას მარიუპოლსა და ვოლნოვახში ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნებიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელები რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეასრულონ პირობა ჰუმანიტარულ მარშრუტზე ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ევაკუაციის პროცესს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უწევს შუამავლობას. არსებული ინფორმაციით, მარიუპოლიტან 200 ათასი, ხოლო ვოლნოვახიდან 15 მშვიდობიანი მაცხოვრებლის გამოყვანა იგეგმება.