ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

მარიუპოლსა და ვოლნოვახში ცეცხლი დროებით შეწყდა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უკრაინის ქალაქებში, მარიუპოლსა და ვოლნოვახში ცეცხლი დროებით შეწყვეტილია და იქ ჰუმანიტარული დერეფნებია გახსნილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ადასტურებს.

აღნიშნული ქალაქებიდან ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაცია მინდინარეობს.

“მარიუპოლი არ არის მხოლოდ ქუჩები და სახლები, ეს არის მისი მცხოვრებლები. ოკუპანტების მხრიდან მუდმივი, დაუნდობელი დაბომბვის პირობებში, სხვა გზა არ იყო, მოსახლეობისთვის უნდა მიგვეცა შესაძლებლობა, უსაფრთხოდ დაეტივებინათ ქალაქეი”, – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

იტვირთბა....