ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინმა შემოიღო კანონი, რომელიც რუსულ არმიაზე “ფეიკის” გავრცელებისთვის 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რუსული არმიის შესახებ “ფეიკ ინფორმაციის” გავრცელება კანონით დასჯადი ხდება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

დოკუმენტის მიხედვით, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ადგილი ჰქონდა ამგვარ ქმედებას, ადამიანებს ჯარიმის სახით 1.5 მილიონი რუბლი დაეკისრებათ, ანაც, სამ წლამდე პატიმრობა მიესჯებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი “ყალბ ინფორმაციას ავრცელებს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ეგოისტური მოტივით”სასჯელის სახით 5 მილიონი რუბლი, ანაც, 5-დან 10 წალმდე პატიმრობა დაეკისრება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გავრცელებას მძიმე შედეგები მოჰყვება, პირს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას მიუაჯიან.

იტვირთბა....