კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩის მერის, იური ფომიჩევის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური მტვრის გამოყოფის საშიშროებაა.
მისი ინფორმაციით, ბორბლებზე მოძრავი სამხედრო ტექნიკა ჩერნობილში, რადიოაქტიური მტვრის გამოყოფას იწვევს, რაც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ვრცელდება.
“მთელი ტექნიკა, რომელიც ჩერნობილის ზონის გავლით მოძრაობს, იწვევს რადიოაქტიური მტვრის გამოყოფას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე კიევის მიმართულებით. ღმერთმა ნუ ქნას, იქ საომარი მოქმედებები დაიწყოს. ამან, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მე-4 ენერგობლოკზე, სადაც ავარია მოხდა. იქ არასტაბილური მაგებობებია, რამაც შეიძლება, რადიოაქტიური მტვრის გამოყოფა გამოიწვიოს”, – აცხადებს მერი.
შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს დაიკავეს.