ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! – სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა

რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა:

“მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

იტვირთბა....