[su_quote]როდესაც 1917 წელს რუსეთში მომხდარ რევოლუციას ქაოსი, ყაჩაღობები და შიმშილი მოჰყვა, ათასობით რუსი ლტოლვილი გამოიქცა საქართველოში.
საქართველომ ისინი მიიღო, დააპურა და გაათბო. ამ “ლტოლვილებმა” კუჭები კი ამოივსეს, მაგრამ “დიდი რუსეთის” იდეისთვის არასოდეს უღალატიათ.
ამიტომ დიდი სიხარულით მუშაობდნენ ბოლშევიკური რუსეთის სასარგებლოდაც (სხვათაშორის სხვა ქვეყნებშიც) და ხელი შეუწყვეს საქართველოს ანექსიას 1921 წელს.
რა თქმა უნდა, ყველა არ იყო სპეცსამსახურების წარმომადგენელი, მაგრამ როგორ გინდა აგენტი არააგენტისგან გამოარჩიო ამხელა მასაში.
ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს მაგისი გარჩევის თავი აქვთ (ეგენი ძირითადად ხომ საქართველოს მოქალაქეების მოსმენებით არიან დაკავებულები).
ამიტომ ძალიან სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილი ამ რუსი “ლტოლვილების” მიმართ, უნდა გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი რუსეთთან, ავუკრძალოთ მათ აქ საბანკო ანგარიშების გახსნისა და ქონების შეძენის შესაძლებლობა და ა.შ.
ხოლო ისინი, ვინც ეკონომიკურ მოგებას და ხელის მოთბობას ელის ამ “ლტოლვილებისგან”, ცხოველზე დაბალ დონეზე მდგომი მგონია, რადგან ცხოველს, მათგან განსხვავებით, კუჭის გარდა სხვა რაღაცეებზეც შეუძლია ფიქრი[/su_quote]
წერს ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.