ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ მოვიქცეთ რადიოაქტიური დაბინძურების დროს – სპეციალისტის რჩევები

უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინაში რუსი სამხედროები რომელიმე ატომურ სადგურზე აფეთქებას გამოიწვევენ. კომაროვსკის თქმით, ამ შემთხვევაში, შეიქმნება რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხე, რასთან გამკლავებაც, ქვემოდ მოყვანილი, მკაცრად გაწერილი წესების დაცვით, იოდის მიღებით არის შესაძლებელი.

“პირველი, რაც რადიოაქტიური დაბინძურების დროს ხდება, რადიოაქტიური იოდის გამოფრქვევაა, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს კლავს. ამიტომ, არსებობს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი წესები. როდესაც არსებობს რადიოაქტიური საფრთხე, უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი იოდი – ფარისებრი ჯირკვალი ამ იოდით იქნება დაკავებული და მის დაცვას შეძლებთ დაზიანებისგან. ეს მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც საფრთხე რეალურია. განგაშის გამოცხადებიდან პირველივე წუთებსა და საათებში. თუ ამას პირველი ორი საათის განმავლობაში გავაკეთებთ, დაცვა 90 პროცენტს აჭარბებს. აფეთქებამდე 20 წუთით ადრე კი, ეს თითქმის 100%-ით დაგვიცავს”, – ამბობს ევგენი კომაროვსკი. 

  • აფთიაქში შეიძინეთ კალიუმის იოდის აბები
  • 2 წლის ასაკის ზემოთ, ადამიანმა ერთჯერადად უნდა მიიღოს 125 მილიგრამი, რაც ნახევარი აბია
  • ორ წლამდე ბავშვს უნდა მივაღებინოთ 40 მილიგრამი, რაც აბის მეექვსედია

სპეციალისტის რჩევით, ამ აბების ალტერნატივაა 5 პროცენტიანი იოდის ხსნარი, მისი მიღების წესი კი შემდეგია:

  • 14 წელზე მეტი ასაკის ადამიანმა უნდა მიიღოს 40 წვეთი – ჩააწვეთეთ ის თბილ რძეში ან წყალში და დალიეთ ერთჯერადად
  • 5-დან 14 წლამდე ასაკში დოზა 20 წვეთია და აგრეათვე თბილ რძესა და წყალში ჩაწვეთებული მიიღება
  • ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში კი ამ წვეთების შინაგანად მიღება არ შეიძლება, ამის ნაცვლად, 20 წვეთი იოდი გახსენით წყალში და ბავშვს კანზე, ბარძაყებზე, წინამხარზე წაუსვით
  •  2-დან 5 წლის ბავშვებში უნდა გამოიყენოთ 20 წვეთი
  • ორ წლამდე ბავშვებს კი 10 წვეთი, იგივე წესით წაუსვით. 

“ეს მხოლოდ ერთხელ უნდა გააკეთოთ და არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ”, – გვაფრთხილებს სპეციალისტი.

იტვირთბა....