მამაო პეტრე კოლხი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
„მესიჯებსაც ვამჩნევდი და ზარებსაც. საწოლიდან ხელს ვერ ვყოფდი, ისე ვარ… არ ვიცი ქათმის გრიპია, ღორის თუ ზაქის, მაგრამ ( სულიერი შვილი წერს) გამომწერესო და საავადმყოფოდან მორბის.
მე როდის ,,გამომწერენ”, ნეტავ?!..“
მამაოს ფეისბუქ მეგობრები გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით H1N1 დაავადებულთა რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. ვირუსს უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტრო გაციებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.