ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინული მხარის ცნობით, ჩერნიგოვში დაბომბვას 47 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 47 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

“სამედიცინო დაწესებულების მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 3 მარტს, რუსული ავიაციის მიერ ჩერნიგოვის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 47 ადამიანი – 38 კაცი და 9 ქალი გარდაიცვალა. 18 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოცემა UNIAN-ის ცნობით, 3 მარტს, რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვის საცხოვრებელ უბანზე განახორციელეს სარაკეტო დარტყმა. ჯერ კიდევ გუშინ, ნანგრევებიდან 33 დაღუპული და 18 დაშავებული ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს და აქტიურად ბომბავს დასახლებულ ქალაქებს.

იტვირთბა....