ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთს – ვინ მოხვდა ბაიდენის შავ სიაში

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს. ამჯერად, გაიზარდა იმ პირთა სია, რომლებიც ჯო ბაიდენის შავ სიაში მოხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხდებით, მათ ჩამონათვალში, ვისაც სანქციები დაუწესდა, ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრებიც არიან.

თეთრი სახლის ცნობით, პუტინის ახლო გარემოცვის წევრების და რუსი ოლიგარქების აქტივები შტატებში გაიყინება, ქონებებს კი ყადაღა დაედება.

სანქცინირებულათ ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ბიზნესმენები: კომპანია USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი, ძმები, ბორის და არკადი როტენბერგები, Транснефти-ს ხელმძღვანელი, ნიკოლაი ტოკარევი, VEB.RF-ის თავმჯდომარე იგორ შუვალოვი, Ростеха-ს ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვი, ევგენი პრიგოჟინი და სხვები.

“ეს პირები და მათი ოჯახის წევრები აშშ-ს ფინანსური სისტემიდან მოიკვეთებიან, მათი აქტივები შეერთებულ შტატებში გაიყინება, ქონება კი დაიბლოკება”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში.

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს, მათი ოჯახების 47 წევრს და ასევე, მათ უახლოეს გარემოცვას სავიზო შეზღუდვებიც დაუწესა.

ამასთან, შვიდი რუსული ორგანიზაცია და მათთან დაკავშირებული 26 პირი დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით მოხვდა სანქცინირებულთა სიაში. მათ შორის არის კულტურის სტრატეგიული ფონდი, პორტალი Одна Родина, გამომცემლობა Ритм Евразии და ჟურნალი Камертон.

აშშ-მ რუსი ოლიგარკებისა და ორგანიზაციებისთვის სანქციების დაწესება მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

იტვირთბა....