ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

The Times: გასულ კვირაში, ზელენსკის მოკვლა სულ მცირე სამჯერ სცადეს

ბრიტანული გაზეთის The Times ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთი კვირის განმავლობაში, სულ მცირე, სამჯერ გადაურჩა სიკვდილს. როგორც გამოცემა წერს, ზელენსკის მოსაკლავად ორი სხვადასხვა  დაჯგუფება – “ვაგნერი” და ჩეჩნეთის სპეცრაზმი იქნა მიგზავნილი.

“ყოველ ჯერზე, მკვლელობის მცდელობები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) თანამშრომლების წყალობით ჩაიშალა, რომლებიც უკრაინაში დაწყებული ომის წინააღმდეგი არიან. “ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა კიევში თავიანთი მცდელობების დროს დანაკარგები განიცადეს და შეშფოთებული იყვნენ იმით, თუ რამდენად ზუსტად განჭვრიტეს უკრაინელებმა მათი ქმედებები. დაჯგუფებასთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა, რომ ზელენსკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულობამ მათ თავზარი დასცა. ასევე, შაბათს, კიევის გარეუბანში ჩეჩენი დაქირავებული მებრძოლების მცდელობა იქნა აღკვეთილი – ისინი ლიკვიდირებული არიან”, – წერს გამოცემა.

როგორც Associated Press წერს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როდესაც კიევის ალყაში მოქცევის საფრთხე იქმნებოდა, აშშ-მ უკრაინის პრეზიდენტს დედაქალაქიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო – “აქ არის ბრძოლები, მე საბრძოლო მასალები მჭირდება და არა მოგზაურობა”, – აღნიშნა მან.

მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მტრის ნომერ პირველი სამიზნეა, მის შემდეგ კი, მიზანში მისი ოჯახის წევრები ჰყავთ ამოღებული.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრანაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.

 

იტვირთბა....