ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს CNN-ის წამყვანმა, ჯეიკ ტეპერმა ჰკითხა – “იმ შემთხვევაში, თუ  რუსეთი უკრაინაში თავის საწადელს მიაღწევს, ფიქრობთ, თუ არა, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მაგალითად, საქართველოზე გადმოერთვება?”

ამაზე პასუხად, ზურაბიშვილმა აღნიშნა

“დიახ, რუსეთის ყურადღება ერთხელ უკვე იყო მიპყრობილი საქართველოსკენ. რუსეთის ყურადღების მიპყრობა საქართველოსკენ ისტორიულად ძალიან ხშირად მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ, ყოველთვის შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ხაზი. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაძრან იქ განლაგებული ორი დიდი სამხედრო ბაზა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ შეიცვალა მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი – შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია და ერის გადაწყვეტილება, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”, –  განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ საქართველომ გუშინ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანა განაცხადი.

“დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე, როგორც მოლდოვამ და მანამდე უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ეს სამი ქვეყანა მიყვება იმავე გზას; ეს ნიშნავს, რომ თავად ირჩევ მოკავშირეებს ან ორგანიზაციებს, რომლებთანაც გსურს ინტეგრირება”, – ამბობს ზურაბიშვილი.

 

 

იტვირთბა....