უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ტვიტერზე დასავლელ პარტნიორებს მიმართავს. მისი თქმით, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ისინი ქვეყანას სამხედრო თვითმფრინავებით დაეხმარნონ.
“როგორ შეუძლიათ ახლა ძილი ჩვენს პარტნიორებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გამოუყვიათ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავები? მანამ მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ხალხი სარდაფებში ემალება ბომბებს? თქვენ შეგიძლიათ, ახლავე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება – გააკეთეთ ეს”, – წერს კულება. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს და აქტიურად ბომბავს მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ქალაქებს.