ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კვლავ არსებობს ეჭვი, მკვლელობა გია უდესიანის და ირაკლი ქურასბედიანის მიერ არის დაკვეთილი.
„ჩემი და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთი. დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს, ეს არის გია უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურება. ახლა გასარკვევია, რამხელა დამსახურებაა მათი ამ ყველაფერში. რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცოდით მანამდეც. მაქსიმალურად გვაყენებდა პროკურატურა საქმის კურსში“, – განაცხადა ბიზნესმენის შვილმა ბესო ხარძიანმა.
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახი პროკურატურისგან მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ელოდება.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-თან ერთად ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. მკვლელობაში მხილებულნი არიან უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.