ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ტრამპი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე: ახლა ბევრად მარტივია თქვა “კი”, ვიდრე 6 თვის წინ

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. ტრამპს გადაჭრით არ უთქვამს, მიიჩნევს თუ არა, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უნდა შევიდეს, თუმცა, აღნიშნა:

“ამ მომენტში, გაცილებით მარტივი იქნება “კი-ს” თქმა, ვიდრე ექვსი თვის წინ”.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ მისი ქვეყნის მისამართით დაწყებული სამხედრო აგრესიის ფონზე, რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მკაფიო პასუხი კითხვაზე – მიიღებს თუ არა უკრაინა NATO-ში ადგილს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....