ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ბრიტანელი ჟურნალისტი ლავროვს: როგორ გძინავთ ღამით?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ონლაინ პრესკონფერენციის დროს ბრიტანული ტელეკომპანია ITN-ის ჟურნალისტმა, ქეით ნიუმენმა კითხვით მიმართა – როგორ სძინავს ღამით, როდესაც რუსი სამხედროები უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ. მან ლავროვს კონკრეტული მაგალითი მოუყვანა:

მინდა, პოლინა ზახოდინსკაიას შესახებ გკითხოთ. ის კიევში, დაწყებით სკოლაში იყო, რა დროსაც, რუსებმა ესროლეს. მე ვიცი, რომ თქვენ ქალიშვილი გყავთ. თვალებში შემომხედეთ და მითხარით, როგორ გძინავთ ღამე, როდესაც იცით, რომ რუსული ბომბები და ტყვიები ბავშვებს კლავენ?

“სამწუხაროდ, ნებისმიერ საომარ მოქმედებას ახლავს სიკვდილი – არა მხოლოდ ჯარისკაცებში, არამედ, მოქალაქეებშიც. ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ახლა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ, მიღებული აქვთ მკაცრი ბრძანება, რომ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი გამოიყენონ სამხედრო ინსფრასტრუქტურის მიმართულებით და ისინი იმ ყაზარბებზეც კი არ მიიტანენ რაიმე სახის შეტევებს, სადაც უკრაინელი მეომრები იმყოფებიან.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამ ომში ასობით მშვიდობიანი იღუპება, ლავროვმა მიუგო:

“თქვენს აუდიტორიაზე ემოციური ზემოქმედების მოხდენა გსურთ. ეს არის თვენი საქმე, როგორც მე ვხვდები, რომ ადამიანებს თავში ჩაუბეჭდოთ ის, რაც დასავლერ ლიდერებს სჭირდებათ. ჩვენ არ მოგვიფიქრებია ტერმინი “თანმხლები ზიანი”, ეს ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა მოიფიქრეს ერაყში და მანამდე, სხვა ქვეყნებში, თავიანთი ავანტიურის დროს. ოდესმე, ასეთი ემოციონალური გადაჭარბებით აშუქებდით ერაყში არსებულ სიტუაციას, როდესაც 100 ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა?

ჟურნალისტის მორიგ რეპლიკაზე, რომ უკრაინაში ომი რუსეთის დაწყებულია და დაღუპულთა სისხლიც მათ სინდისზეა, ლავროვმა აღნიშნა:

“თქვენ მაინც ისე გააშუქებთ, როგორც გჭირდებათ, მაგრამ ალბათ, სინდისი აქვს ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც დაკვეთას ასრულებს და გემახსოვრებათ, როგორ იქცეოდით იმ რვა წლის განმავლობაში, როდესაც ასეთივე პატარა გოგონებს, ქალებს და მოხუცებს უკრაინული რეჟიმი დონბასში კლავდა. თუ ასე ნერვიულობთ, შედით ჩვენი სამინისტროს საიტზე და ნახავთ”, – უპასუხა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. CNN-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 2 000 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, ხოლო გაეროს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ამ დროისთვის 13 ბავშვის სიკვდილია დადასტურებული.

 

 

იტვირთბა....