ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

ქადაგიძე: პუტინის მთავრობა 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რა ეკონომიკური ეფექტები მოჰყვა რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
სანქციების დაწესებიდან ერთ კვირაში მიღებული ეკონომიკური ეფექტი:
  • გაყინული რეზერვები (300 მილიარდი),
  • გათიშული საგადახდო სისტემები,
  • ბანკებთან რიგები ფულის გადახურდავებაზე და გატანაზე,
  • გაყინული ანაბრები,
  • 60% (30+30)-ით გაუფასურებული კურსი,
  • 20% – მდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები არსებულ იპოთეკურ სესხებზე;
  • ასობით მეგა კომპანიის შეჩერებული საქმიანობა,
  • ასი ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და გაკოტრებული მცირე ბიზნესი,
  • შეჩერებული სავიზო რეჟიმები,
  • ევროპაში გასვლის შეზღუდვები,
  • ჩამოშლი საფონდო ბაზარი,
  • რუსული მეგა კომპანიების უმეტესობა გადახდისუუნარო მდგომარეობაში,
  • შეჩერებული საერთაშორისო გადაზიდვები,
  • მთელ მსოფლიოში ოლიგარქების ქონებაზე გამოცხადებული ნადირობა.
“ეს მხოლოდ მყისიერი შედეგებია. ტექნოლოგიების და სხვა უამრავი შეზღუდვის ეფექტი ჯერ არც კი დაწყებულა. პუტინის მთავრობა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ მოვიდა და 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს”, – წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24  თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შემდეგაც, ოკუპანტ ქვეყანას სანქციებს უწესებენ დასავლური ქვეყნები, ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები.
იტვირთბა....