“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ ისაუბრა. კობახიძის თქმით, ეს ალოგიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამის გამო უკრაინასთან დაპირისპირება, არაადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა.
“ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში, როდესაც კეთდება ასეთი ალოგიკური განცხადება და მიიღება ალოგიკური გადაწყვეტილება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ახსნა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. თუმცა, ის რომ ჩვენ ახლა უკრაინის ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ, ეს იქნებოდა აბსოლუტურად არაადეკვატური ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით უკრაინის მხარდამჭერი. ამაში იგულისხმება ხალხი, ამასში იგულისხმება სახელმწიფო. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა – სადაც პრინციპული პოზიციაა დასაფიქსირებელი, ყველა პლატფორმაზე, ბუნებრივია ჩვენ ამას გავაკეთებთ. მეორე არის ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერი საჭირო ჰუმანიტარული დახმარება იქნება გაწეული უკრაინელებისთვის, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ”- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეხება თუ არა ეს დევნილების და დაჭრილების მიღებას, კობახიძემ აღნიშნა – “თუ იქნება ამის საჭიროება, რა თქმა უნდა.