რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი KGB ყოფილი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში სავარაუდოდ მონაწილეობას იღებდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ლიტვინენკოს საქმეს ბრიტანელები იძიებდნენ, რომელიც ახლახანს დასრულდა. ბრიტანელი სამართალდამცავები მკვლელობის უშუალო შემსრულებლად რუსეთის მოქალაქეებსა და KBG ყოფილი წევრებს ანდრეი ლუგოვსა და დმიტრი კონტუნს ასახელებენ.
სიკვდილის წინ ლიტვინენკომ თავად განაცხადა, რომ პირადად რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა მისი მკვლელობა. მაშინ კრემლში რუსული დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის განცხადებას სასაცილო უწოდეს.
შეგახსენებთ, 2006 წელს ლიტვინენკო მოწამლეს. მან თავი შეუძლოთ იგრძნო და როცა საავადმყოფოში მიიყვანეს მის ორგანიზმში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება აღმოჩნდა. შემდეგ თავად ლიტვინენკომ გაიხსენა, რომ ცოტა ხნით ადრე ხსენებულ ლუგოვსა და კონტუნს შეხვდა.