ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ვანო მერაბიშვილი უკრაინაშია – რას წერს შს ყოფილი მინისტრი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადოვისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

იტვირთბა....