ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდებოდა – რუსი ტყვე

ერთ-ერთმა რუსმა ოკუპანტმა, რომელიც უკრაინულ მხარეს ნებაყოფლობით ჩაბარდა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი  უკრაინის აღებას სამ დღეში ელოდებოდა.

აღნიშნულის შესახებ მან SBU- ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

“ჩვენ გვითხრეს, რომ მარშრუტით გავივლიდით. სამი დღის სამყოფი წყალი და საკვები მივიღეთ. სამ დღეში უნდა დავბრუნებულიყავით ბანაკში. პუტინის უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდებოდა”, – თქვა რუსმა სამხედრომ.

მისი თქმით, სამხედროებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს. ოჯახთან შეხება არ ყოფილა. პატიმარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

რუსმა სამხედრომ თქვა, რომ ომის მეორე დღეს მას საბრძოლო მანქანა გაუფუჭდა. რუსული ჯარის კოლონამ გაიარა და დახმარებაზე უარი უთხრა. რუსები ჯერ მიიმალნენ, შემდეგ კი ტერიტორიულ დაცვას ჩაბარდნენ.

უკრაინელებმა პატიმარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საკვები მისცეს.

მან მოუწოდა რუსებს, შეწყვიტონ ომი, გააპროტესტონ და არ დაიჯერონ რუსული პროპაგანდა. მან რუს სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....