უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის ჯარები ძალას კარგავენ, უკრაინული არმია კი რეზერვისტებითა და მსოფლიოს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღით ძლიერდება.
“მეშვიდე დღეა, რაც ეროვნული განმათავისუფლებელი ომი მიმდინარეობს რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ. ჩვენი სამხედროები ყველა მიმართულებით ლომებივით იბრძვიან. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე, იძულებულია ტაქტიკურად პოზიციები დათმოს იმ დროს, როცა უკრაინის არმია ათობით ათასი რეზერვისტით ივსება. უკრაინა შეიარაღებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იღებს. რაც მთავარია – დაბნეულობა და შიში, რომელიც ომის პირველ ორ დღეში ბევრ ადამიანში იყო, მობილიზებითა და გამბედოაბით ჩანაცვლდა”, – განაცხადა შმიგალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დენის შმიგალის თქმით, რუსეთს ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობა სანქციებს უწესებს, ამ ფონზე კი, უკრაინა უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
“აგრესორისთვის რკინის ფარდა უფრო და უფრო ეშვება. გლობალური კომპანიები რუსეთს იმიტომ ტოვებენ, რომ არ სურთ, სისხლიან ფულთან კავშირი ჰქონდეთ. ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობამ, რუსეთისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ამავე დროს, უკრაინა უფრო და უფრო ძლიერი ხდება. ევროკავშირმა მიიღო უკრიანის განაცხადი წევრობაზე”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
უკრაინის პრემიერის თქმით, მტერი აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშისთვის.