უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და დიდი მარცხი განიცადა. კულებას თქმით, უკრაინელები რუსეთს დიდ საფასურს გადაახდევინებენ.
“რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა. მან ვერ შეძლო ჩვენი ქალაქების დაპყრობა ხმელეთით და ახლა, დაიწყეს ჩვენი ქალაქების განურჩეველი დაბომბვა. ჩვენ მათ გავუნადგურეთ იარაღი. მათ მეომრების ნებისყოფის გატეხვა სურთ. დაბომბვა ინტენსიურად გრძელდება, თუმცა, ჩვენ მათ დიდი საფასურს გადავახდევინებთ. ქალაქების მაცხოვრებლები მეომრების გვერდით მამაცურად იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ, მტერს ტანკებს უნადგურებენ და არ აძლევენ ქალაქების აღების საშუალებას. უკრაინის არც ერთი დიდი ქალაქი არ დაცემულა. ეს, რუსეთისთვის დიდი მარცხია,” – ამბობს დმიტრი კულება.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს.