ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

კადიროვი უკრაინელებს: ხელისუფლებას არ ადარდებთ, ისინი პატრიოტები არ არიან

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინის მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეები არ ადარდებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კი მხოლოდ ის სურს, რომ “უკრაინელებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი”.

“დღეს თქვენს ქვეყანას არ ჰყავს ის ხელმძღვანელობა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იდარდებდა, მათზე იფიქრებდა და ეცდებოდა, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა. ქვეყანაში არ არიან პატრიოტები, ხალხის დამცველები – არიან მხოლოდ “ბანდერები”, ნაციონალისტები და ტერორისტები. ისინი იმით ინიღბებიან, რომ ადამიანურ და ეროვნულ იდეალებს იცავენ, სინამდვილეში კი ორ ერს და ორ ქვეყანას ერთმანეთისგან აცალკევებენ. ზელენსკიმ სამყაროსთან კავშირი დაკარგა, თან, დღეს კი არა, უკვე დიდი ხანია. ის კი არ მართავს – მას მართავენ. პრეზიდენტ პუტინს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ რუსს, არ სურს ადამიანური მსხვერპლი მოძმე ერში. მას სურს, რომ უკრაინელებს საშუალება ჰქონდეთ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და დამოკიდებული არ იყვნენ დასავლელი “პარტნიორების” სურვილებზე”, – ნათქვამია კადიროვის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....