ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი ევროპარლამენტარებს: დაამტკიცეთ, რომ ნამდვილი ევროპელები ხართ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან დარბაზში შეკრებილებს ქვეყანაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე არსებული ვითარება გააცნო და მოუწოდა, უკრაინა ევროპულ ოჯახში ოფიციალურად მიიღონ.

“პატივცემულო დამსწრეებო, ძალიან მოტივირებული ერი გვყავს. ჩვენ ვირბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისა და ცხოვრებისთვის, ახლა კი – გადარჩენისთვის და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ იმისთვისაც ვიბრძვით, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. ვფიქრობ, ყველას ვუჩვენეთ, რომ ნამდვილად ასეთები ვართ. ევროკავშირი ჩვენთან ერთად უფრო ძლიერი იქნება. ვისურვებდი, რომ დღეს თქვენგან მომესმინა – “ევროპის არჩევანი უკრაინაშია. დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ, რომ არ მიგვატოვებთ. დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ. მაშინ, სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე. ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამ სიტყვების შემდეგ, ევროპარლამენტარები ზელენსკის ფეხზე წამოუდგენენ და ტაშს უკრავდნენ.

 

 

იტვირთბა....