ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაბეიშვილი: სად იყო ბერას ძიძა, ღარიბაშვილი 2008 წლის ომში

[su_quote]უმრავლესობის წევრები დაძარღვულები რომ გამოდიოდნენ წეღან, მათ შორის, 2008 წლის ომზე რომ საუბრობდნენ, თქვან – რუსეთისა და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი? ნუთუ არ გრცხვენიათ… იბომბება უკრაინა და იმის ნაცვლად, რომ თქვენც ფეხზე იდგეთ, თქვენმა აქტივისტებმა და ლიდერებმა რომ იციან – აქციაზე მომავალ კოლონებს ცოცხებაფარებული რომ ხვდებიან, ეგრე გაქვთ ზუსტად ცოცხები აფარებული…თქვენ მართლა გგონიათ, რომ ვინმეს მიზეზი უნდა აქ შემოსაჭრელად? ვის რუსეთუმეობაზე ლაპარაკობთ, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე? თუ პოზნერს მე ვუწელავდი ელარჯს? ან ხობახიძე რომ გამოვიდა, 2008 წლის ომიო, სად იყო კობახიძე 2008 წლის ომში? ერთი კადრი მანახეთ, სად იყო მდინარაძე? სად იყო ღარიბაშვილი, ეს ბერას ძიძა?[/su_quote]

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე, იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის.

იტვირთბა....