ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

კადიროვი დასავლეთს: უარი თქვით სანქციებზე – ვადას “31 თებერვლამდე” გაძლევთ

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს “სრული აბსურდი” უწოდა და მათ ვადა “31 თებერვლამდე” მისცა, რომ უარი თქვან დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კადიროვი დასავლელ ლიდერებს კონტრსანქციებით ემუქრება. კერძოდ, ჩეჩნეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისთვის რუბლში არსებული აქტივების გაყინვით და იმის უარყოფით, რომ ინგლისური ჩაი არსებობს.

“უარი თქვით სანქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკა უმაღლესი თანამდებობის პირების თავხედური განცხადებების გამო, იტოვებს უფლებას, შემოიღოს შემდეგი სანქციები: დაიკეტოს ჩეჩნეთის საჰაერო სივრცე მათი თვითმფრინავებისთვის; ჩეჩნეთის ბანკებში გაიყინოს ბორის ჯონსონის ყველა აქტივი რუბლში; დაწესდეს ემბარგო ბრიტანელი ოლიგარქების აქტივებზე აჩხოი-მართანში, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში – სამაშკახში; მემარცხენე მოძრაობა აღიარებულ იქნას შუა საუკუნეების საზიზღარ გადმონაშთად და ვაღიაროთ, ბოლოს და ბოლოს, რომ არ არსებობს ინგლისური ჩაი”, – წერს კადიროვი და დასძენს – “ამიერიდან, წინასწარ დაფიქრდით, მანამ რაიმე სანქციებს შემოიღებდეთ”.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და უკვე მეხუთე დღეა, მთლიანი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს.

იტვირთბა....