ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

The Times: ზელენსკის ლიკვიდაციას კრემლის მიერ დაქირავებული 400-ზე მეტი ბერძოლი ცდილობს

The Times-ის ინფორმაციით, კრემლს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მოსაკლავად კიევში 400-ზე მეტი დაქარავებული მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი. როგორც გამოცემა წერს, მათ ამ ამოცანის შესრულების შემთხვევაში “სოლიდურ ფინანსურ ანაზღაურებას” ჰპირდებიან.

“თაიმსი” ასევე აღნიშნავს, რომ ზელენსკის გარდა, დაქირავებულ მებრძოლებს მინისტრთა კაბინეტის წევრების ლიკვიდირება ევალებათ და ასევე, ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ მოსკოვმა უკრაინის ქალაქები “საკუთარი კონტროლის ქვეშ მიიღოს”.

“კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერმა”, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ხელმძღვანელობს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან მებრძოლები გააგზავნა მისიით, რომ ზელენსკის მთავრობა ჩამოაგდონ”, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, “ვაგნერიანელების” მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებამ შაბათს შეიტყო.

“რამდენიმე საათში, კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რომ ქალაქი რუსი დივერსანტებისგან გაეწმინდათ. ქალაქის მერმა, კლიჩკომ მშვიდობიანი მაცხოვრებლები გააფრთხილა, რომ ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში, ისინი დივერსანტებად ჩაითვლებოდნენ და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდნენ”, – წერს The Times.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე მეხუთე დღეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....