[su_quote]მინდა მოგმართოთ იმათ ვინც ეტრფით იმას, ვინც 2008 წლის ომი წააგო და კოდორს დაარქვა ზემო აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი აღარაა, არასოდეს და ვერასდროს ვერ ვაპატიებ… 2008 წელს მორატორიუმი გამოვაცხადეთ იმის ნაცვლად, რომ თავზე ნაცარი დაეყარა კიდევ უარესების გაკეთება დაიწყო, ეს აღარ შეიძლება, საქართველოში განმეორდეს. დღეს როგორც ერთი, უნდა ვიყოთ ერთად, რა თქმა უნდა, სწორი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, სხვანაირად ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და თითოეული მოქალაქე გასაფრთხილებელია და უკრაინას ვუსურვებ… იმდენი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, ჩვენც მივიტანთ რაც შეგვიძლია. ამას ვინ აკრიტიკებს? აკრიტიკებენ “ნაციონალები”. ეგ ჩემთვის არც პარტიაა, არც ხალხია, რომელთაც საქართველო უყვართ და არც არავინ არიან, იმათ წაგვაგებინეს ომი 2008-ში. იმათ უნდათ ახლა თევზის დაჭერა, მაგრამ ვერ დაიჭერენ – ვერც ანკესით, ვერც ბადით და ვერც ვერაფრით. ნამდვილად არ მეგონა, რომ “ნაციონალები” ისევ ამოყელყელავდებოდნენ, “ოცნებამ” ცოტა გაახილოს თვალი[/su_quote]
ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.