ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის სანქციები რუსეთს – ჩაკეტილი საჰაერო სივრცე და აკრძალული პროპაგანდისტული მედია

ევროპის კავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე წერს, ეს შეეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ევროპაში კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების აკრძალვას. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამჯერად სანქციები შეეხება მის მოკავშირე ბელარუსსაც.

“პირველი – ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის საკუთრებაში მყოფი ყველა იმ თვითმფრინავისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთში ან რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან მასზე გადაფრენას. მათ შორის, ოლიგარქების კუთვნილი კერძო თვითმფრინავები.

მეორე – ევროკავშირის ტერიტორიაზე ავკრძალავთ კრემლის მიერ მართულ მედიასაშუალებებს. “რასია თუდეი”, “სპუტნიკი” და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ აღარ შეეძლოთ თავიანთი ტოქსკური და მავნებლური დეზინფორმაციის გავრცელება ევროპაში.

მესამე – ჩვენ სანქციების ახალი პაკეტით, დავარტყვამთ სხვა აგრესორს ამ ომში – ლუკაშენკოს რეჟიმს, დარტყმას მივიტანთ მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებზე”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რუსეთი მეოთხე დღეა, უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

 

იტვირთბა....