უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისა და ბელარუსის პირველ პირს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ზელენსკი ფეისბუქზე წერს, გადაწყდა, რომ რუსულ-უკრაინული მხარე ერთმანეთს ყველა წინაპირობის გარეშე შეხვდებიან.
“შევთანხმდით, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულ მხარეს წინაპირობების გარეშე, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში შევხვდებით”, – აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, ლოკაშენკომ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ტერიტორიამდე უკრაინული დელეგაციის მისვლის, მოლაპარაკებების პროცესისა და უკრაინაში დაბრუნების განმავლობაში, ბელარუსში არსებული არსებული არცერთი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ჰაერში არ აფრინდება და დარჩება მიწაზე.