ახალი ამბები ბანკები მთავარი

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადება, საცალო პორტფელის, ბაზისბანკზე გასხვისების შესახებ.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე. 

ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და  საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთე ვითიბი ბანკის ფილიალებში.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამასთანავე, ქართულ საფინანსო ბაზარზე, გახლავთ ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი, რომელმაც დეპოზიტების პორტფელი გაზარდა 10 – ჯერ, აქტივები 15 – ჯერ, ხოლო საკრედიტო პორტფელი – 19 ჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მიოცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას„ – ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ზალუჟნი: რუსეთის ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია

შეფერხება და რეგრესი სასამართლო სისტემის რეფორმაში – რა წერია EU-ს ანგარიშში

საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალიან პოლარიზებული – EU

სამკარისად არ იყო დაცული შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება – EU 5 ივლისზე

ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

EU-ს ანგარიშითს მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისზე იყო ზეწოლა, რაც პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე ხმამაღლა გამოხმაურებამ განაპირობა