ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, მტერი უკუგდებულია და უკრაინელი მეომრები ქალაქს სრულად აკონტროლებენ.
“ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! ქალაქი მთლიანად იწმინდება მტრისგან“, – წერს სოციალურ ქსელში სინეგუბოვი.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვში შეღწევა მოახერხეს, რის გამოც, ქალაქის ქუჩებში ბრძოლები იყო გაჩაღებული. შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.