საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბელარუსს მოუწოდებს, უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დე ფაქტო მონაწილეობაზე.
“ბელარუსი და უკრაინელი ხალხების ძმობამ ბელარუსს უარი უნდა ათქმევინოს რუსეთის ვასალობაზე და უკრაინის წინააღმდეგ ომში დე ფაქტო თანამონაწილეობაზე. ეს ჯარები აწარმოებენ ცალმხრივ და უსამართლო ომს”, – აცხადებს მაკრონი.
შეგახსენებთ, უკვე მეოთხე დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.