ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ

უკრანულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ტვიტერზე ავრცელებს.

“უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში  ოფიციალურად გააგზავნა სარჩელი. მოვითხოვთ, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს მის მიერ განხორციელებული აგრესიის გასამართლებლად, გენოციდის გაგების დამახინჯებისთვის. სასამართლოს მოვუწოდებთ, რუსეთს საომარი ქმედებების შეჩერება უბრძანოს და შემდეგ კვირაში, მოსმენა ჩანიშნოს”, – წერს ზელენსკი.

უკვე მეოთხე დღეა, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....