ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნას უკვე 90 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით change.org-ზე განთავსებული პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა უკვე 90 000-ს გადასცდა.

“24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინმა მშვიდობიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. ეს აგრესია არაფრით არ არის მოტივირებული, უკრაინა არასდროს არ დამუქრებია რუსეთის უსაფრთხოებას და ამის გაკეთება არც  შეეძლო. კრიტიკას ვერ უძლებს პუტინის არგუმენტები, რითაც ომის დაწყებას ხსნიდა”, – წერს პეტიციის ავტორი.                                                 ხელმომწერთა რაოდენობა ყოველწუთიერად იმატებს და უახლოვდება ხმების აუცილებელ რაოდენობას, 150 000-სს, რის შემდეგაც, ის რუსეთის დუმაში გადაიგზავნება.                   როგორც პეტიციის ტექსტშია აღნიშნული, პუტინი რუსეთის კონსტიტუციის 93 სტატიის მიხედვით უნდა გადააყენონ თანამდებობიდან, რადგან მას სახელმწიფოს  ღალატსა და საომარ დანაშაულებებში მიუძღვის ბრალი.

იტვირთბა....