ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რეზნიკოვი: სად არიან ისინი, კიევის 2 საათში აღებას რომ გვპირდებოდნენ

“სად არიან ისინი, ვინც კიევის ორ საათში აღებას გვპირდებოდნენ? მე მათ ვერ ვხედავ – უბრალოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ფეისბუქზე წერს.

მისი თქმით, ომის სამმა დღემ მსოფლიო უკრაინის სიძლიერეში დაარწმუნა.

“ამ სამმა დღემ ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო შეცვალა – მან დაინახა, რომ უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის და ამის გაკეთებას არ შეწყვეტს. ვხედავ ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს და თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისთვის იბრძვიან. იბრძვიან წინაპრების ხსოვნისთვის, სახელმწიფოსთვის.                      მიმოიხედეთ ირგვლივ – ბევრმა, როგორც იქნა, გადალახა შიში და კრემლთან გამოწვევაზე წასვლა გადაწყვიტა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს, რომ ევროპაში არსად არაა ასეთი არმია და რომ ამ არმიის და ჩვენი ქვეყნის გარეშე, ევროპაში არასდროს იქნება უსაფრთხოება. ჩვენს გარეშე, ევროპა უბრალოდ არ იქნება. სიბნელე უკან იხევს, განთიადი ახლოსაა”, წერს რეზნიკოვი.

იტვირთბა....