შავ ზღვაში, რუსეთის სამხედრო ხომალდმა “მეგობრული ცეცხლით” თავისივე სამხედრო საფრენი აპარატი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-ცენტრი ავრცელებს.
“შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის საზღვაო ფლოტის ხომალდმა “მეგობრული ცეცხლით” თავისივე სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურა”, – წერია ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე, მომხდარის შესახებ მეტი დეტალი არ ვრცელდება.