[su_quote]გუშინ, საქართველოს პრემიერის ყოვლად სამარცხვინო განცხადებამ საქართველოს თავი მოსჭრა. მსოფლიოში არ დარჩენილა ცივილიზებული, დემოკრატი მმართველი, რომელიც პუტინის რეჟიმს არ გაემიჯნა. ერთადერთი გამონაკლისი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თქვა – არ იქნება სანქციები საქართველოს მხრიდან; არ ჩავალ უკრაინაში და მექნება პრაგმატული პოლიტიკაო. როგორც აღმოჩნდა, მისთვის პრაგმატული პოლიტიკა არის მხოლოდ ის, რომ მოსკოვი არ გააბრაზოს, რომ მოსკოვთან პოლიტიკური ფლირტი ჰქონდეს. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი ოცნებობს დროზე, რომ მოსკოვში ისევ 37 მანეთად იფრინოს. ჩვენ სხვა საქართველო ვართ, ჩვენ სხვა თაობა ვართ, ჩვენ არ გვინდა არც ასეთი მმართველი და არც ასეთი პრემიერი. ჩვენ გვინდა, ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში ჰქონდეს ღირსება[/su_quote]
ამის შესახებ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გადაცემის “ნოდარ მელაძის შაბათი” შესავალ სიტყვაში, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.