ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც ფილმისთვის revenant ოსკარზეა წარდგენილი, გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის როლს სიამოვნებით ითამაშებდა. ინფორმაციას guardian ავრცელებს.
2010 წელს პუტინთან შეხვედრის შემდეგ მსახიობმა რუსეთის პრეზიდენტი აღწერა, როგორც „ძალიან საინტერესო პიროვნება“. ფილმ revenant -ის გამოსვლის შემდეგ, გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ვლადიმერ პუტინის როლს. მან ასევე რუსული ისტორიიდან დაასახელა პირები, რომელთა როლსაც შეასრულებდა. ესენია ლენინი და რასპუტინი.
გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში დიკაპრიომ გაიხსენა, რომ მან და პუტინმა 2010 წელს შეხვედრისას ისაუბრეს მხოლოდ გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების დაცვაზე და პოლიტიკას არ შეხებიან.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო დი კაპრიო 2010 წელს სანკტ პეტერბურგში ციმბირული ვეფხვების გადარჩენის სამიტს დაესწრო.