“მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში“ – წერს თავის ფეისბუქზე “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
ის საზოგადოებას 2015 წლის ივნისის ტრაგედიის გმირის, ირაკლი იმნაძის გარდაცვალების შესახებ წერს. ტრაგედიისას ირაკლი და მისი მეგობრები წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად იბრძოდნენ.
წიქორია გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
„ირაკლი იმნაძე….
თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA – ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამოდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის მანძილზე ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად ბრძოლობდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად….
18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.
“მეტრონომის” რედაქცია უერთდება სამძიმარს და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.