ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი უკრაინელ სამხედროებს მიმართავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ნეონაცისტები უკრაინის დიდ ქალაქებში, მათ შორის, კიევსა და ხარკოვში მძიმე შეიარაღებას აამოქმედებენ.

პიტინის მტკიცებით, ნეონაცისტები შეეცდებიან ამით რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმები გამოიწვიონ.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ სამხედროებს მიმართა.

“როგორც ცნობილია, დონბასში მომხდარ გენოციდში ნაციონალისტური ფორმირებები არიან პასუხისმგებელნი, ამ რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლში. ნაციონალისტები ჩანერგილები არიან უკრაინულ ჯარში.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ჩვენ ვხედავთ, ნეონაცისტები აამოქმედებენ მძიმე შეიარაღებას დიდ ქალაქებში, კიევისა და ხარკოვის ჩათვლით. 

ისინი ცდილობენ ამით გამოიწვიონ რუსეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო თუ სხვა დარტყმები საცხოვრებელ უბნებზე, ისევე, როგორც მოქმედებენ ტერორისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მერე ჩვენი სამხედროები დაადანაშაულონ.

ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ხდება უცხოელი კონსულტანტების დახმარებით, პირველ რიგში, ამერიკელი მრჩევლების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინელ სამხედროებს, არ მისცეთ საშუალება ნეონაცისტებს, თქვენი ბავშვები, მოხუცები, ცოლები გამოიყენონ ცოცხალი ფარის სახით. აიღეთ ძალაუფლება თქვენს ხელში, ალბათ თქვენთან უფრო გაგვიადვილდება მოლაპარაკება ვიდრე ნარკომანებისა და მოძალადეების ხროვასთან, რომლებიც კიევში არიან მოკალათებულნი -როგორც ტყვე და მძევალი მთელი უკრაინელი ხალხი ჰყავთ აყვანილი”, – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....