ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესაძლოა, წულუკიანი დასაჭერი გახდეს”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სისხლის სამართლის სამძებროს ყოფილი უფროსის, პოლიტპატიმარ ბათუ საღინაძის განცხადებით, ,,ქართულმ ოცნებამ წინასაარჩევნო დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართლიანობას აღადგენდა, არ შეასრულა.

“2013 წლის იანვარში ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დავტოვე, თუმცა თავს დღემდე პატიმრად ვგრძნობ, რადგან ვერც წართმეული სამოსახლო დავიბრუნე, ვერც დაშლილი ოჯახი აღვადგინე და სახელმწიფოსგან ვერანაირი ხელშეწყობა ვერ მივიღე.” – განუცხადა ერთ-ერთ სააგენტოს საღინაძემ.

მისი განცხადებით, დღეს მას წართმეული ქონება დაბრუნებული რომ არ აქვს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრალია, რადგან მან ევროსასამართლო მოატყუა და მისი განაჩენი არ შეასრულა.

,,იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იმედი მქონდა, მაგრამ ეს ქალბატონი სულ მთლად უსამართლო აღმოჩნდა. ევროპის სასამართლოში საქმე მოვიგე – სტრასბურგმა დაადგინა, რომ ჩემი გამოსახლება უკანონო იყო და სახელმწიფომ ჩამორთმეული სახლ-კარი უნდა დამიბრუნოს. ხოლო, ევროსასამართლომ ასევე პირდაპირ დაავალდებულა საქართველოს სახელმწიფო, თუ მისი სახლი ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ ან ალტერნატიული საცხოვრისი მიეცით, ან შესაბამისი კომპენსაცია, ოღონდ ეს მხოლოდ საღინაძესთან შეთანხმებით უნდა მოხდესო. როცა უკრაინაში სამკურნალოდ წავედი, ხმა გავარდა საღინაძეს კიბო აქვს და კვდებაო. წულუკიანმა ალბათ იფიქრა მომენტით ვისარგებლებო და ევროსასამართლოს შეტყობინება გაუგზავნა, საღინაძე თანახმაა, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი მივცეთო, თან მე გამომიგზავნა რეესტრში გატარებული საბუთი – თემქაზე, ყოფილი რუსული სკოლის შენობაში ორი ბინა საკუთრების უფლებით გადმოგეცათო. ამასთან დაკავშირებით ჩემთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და მეტიც, წულუკიანმა იცოდა, რომ სკოლის შენობაში საცხოვრებლად გადასვლაზე თანახმა არ ვიყავი, მაგრამ ევროსასამართლო შეგნებულად მოატყუა, რაც ფაქტობრივად დანაშაულია, თაღლითობაა და ამ საქმეს ბოლომდე რომ ჩავყვე, შესაძლოა, წულუკიანი დასაჭერი გახდეს -განაცხადა საღინაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პრესცენტრში ტავიდან დაგვპირდნენ რომ მოგვცემდნენ კომენტარს, თუმცა მათ ამ საკითხზე ჩვენი დიდი ხნის ლოდინის მიუხედავად, კომენტარი არ გააკეთეს.

იტვირთბა....